სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი დღეს, სასტუმრო „რედისონში“ პროექტის „Speak up“ პირველ ეტაპს შეაჯამებს და პროექტის განვითარებაზე ისაუბრებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის “Speak up” ფარგლებში, პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 300 სტუდენტი შეირჩა.
მათ 2 თვის განმავლობაში პრაქტიკული ინგლისური ენისა და ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგი გაიარეს.
ახალგაზრდებს სალექციო კურსი, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერებმა ჩაუტარეს.
პროექტის „Speak up“ მეორე ეტაპი დაიწყო და მასში 400-მდე სტუდენტია ჩართული.
მაისიდან პროექტის შემდეგი ეტაპები ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ბათუმში განხორციელება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-26 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ინგლისურ ენას საშუალო დონეზე ფლობენ. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
„Speak up“-ში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ქალაქის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს ან ვებ-გვერდზე www.speakup.ge ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

















