მახათას მთაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მივიდა.
კათალიკოსი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.
ილია მეორე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის პარაკლისს გადაიხდის და მშენებლობის ადგილზე შეკრებილ მრევლს დალოცავს.
ღონისძიებას ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაზე მიაბრძანეს ანგია წინასწარმეტყველისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლები.
მგალობელთა გუნდები "მრავალჟამიერს" შეასრულებენ.
მშენებლობასთან დაკავშირებით, ასევე შესრულდება საგალობლები "წმინდაო ღმერთო" და "ქრისტე აღსდგა".

















