თბილისის რიგ უბანს ხვალ წყლის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, ტიბაანის ქუჩაზე გამავალ 1 400 მმ-იან მაგისტრალურ
წყალსადენზე ტექნიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება ნაძალადევის რაიონს, დიღმის მასივს, კუკიის, სვანეთის უბნისა და ელიას ქვედა დასახლებას, ასევე, ავლაბარში საინგილოს, გუმბრის, მესხიშვილის, ცისკრის, სართიჭალის, ავლაბრისა და მათ მიმდებარე ქუჩებს შეუწყდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ჩიტაიას, ჩიქობავას, მარჯანიშვილის, ჩუბინიშვილის, თევდორე მღვდლისა და მათი მიმდებარე ქუჩები წყალს დაბალი წნევით მიიღებენ.
პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან დაიწყებენ.

















