სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს," "პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი" და ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ასოციაცია,"
საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პეტიციას სოლიდარობას უცხადებენ.
"კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას. აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს. განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას. სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას. აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი ზეწოლა" – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ორგანიზაციათა განცხადებით, აუცილებელია ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს, რათა გაუქმდეს ანტიკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილებები.
საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პეტიცია გუშინ გაავრცელეს, რომლითაც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

















