მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოსახლეობა იკრიბება.
მახათას მთაზე გამოყოფილია რამდენიმე ადგილი, სადაც მრევლი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საძირკველში მოსათავსებელ ქვებს აგროვებს, რომელზეც თავიანთი ახლობლების სახელებს აწერენ.
ტაძრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრება.
ღონისძიებაზე მისულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა მშენებლობას ისტორიული უწოდეს. მათი განცხადებით, მშენებლობა რწმენაზეა დამყარებული და ტაძარი საქართველოს აუცილებლად გააძლიერებს.
ღონისძიებას ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი, მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე დაესწრება.
სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დაიწერა ანგია წინასწარმეტყველის ხატი, რომელიც მშენებლობის მფარველი იქნება.

















