რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი,
დღეს "Swarovski"-ს შვილობილი კომპანიების "სვარკოსა" და "დამბახის" ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კომპანია "სვარკოსა" და სამინისტროს შორის წარმოებული ერთწლიანი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა. კერძოდ, კომპანია "სვარკომ" საქართველოში საკუთარი წარმოებისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის გახსნის მიზნით ბიუჯეტი გამოყო.
"სვარკოსა" და "დამბახის" საქმიანობის ერთ-ერთი სფერო ავტომაგისტრალების კეთილმოწყობა და უსაფრთხოებაა. აღნიშნული კომპანიების მიერ, მზადდება და მონტაჟდება მოძრაობის მართვის სისტემები და საგზაო ნიშნები.
"სვარკოსა" და "დამბახის" წარმომადგენლები დღეს, ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დაათვალიერებენ.

















