თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყლის მიწოდება შეუწყდა.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ქინქლაძის, თეთნულდის, სამრეკლოსა და ურიცკის ქუჩებს, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში წულაძის ქუჩას 20:00 საათამდე არ მიეწოდება.
დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო, დღეს ღამიდან ხვალ დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება დიღმის მასივის მე–3 და მე–4 კვარტლებს შეუწყდება.

















