კომპანია „კარლსბერგი“ ფეხბურთის მოყვარულებს „ევრო 2012“-ზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს.
კომპანიამ ახალი კონკურსი - „პირობას ვდებ“ (I SWEAR) წამოიწყო, რომელიც
დღეს იწყება.
საკონკურსო პირობებს და აქციის დეტალებს „კარლსბერგი“ მედიის წარმომადგენლებს დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააცნობს. პირველი სიმბოლური, სახალისო გათამაშებაც პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებისთვის გაიმართება.
კომპანიის წარმომადგენელის გიორგი ბოჭორიშვილის თქმით, კონკურსი კომპანიის „ფეისბუქის“ გვერდზე წარიმართება და ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. ყველა გულშემატკივარს, რომელსაც 18 წელი უკვე შეუსრულდა, შესაძლებლობა ექნება დაწეროს რის გასაკეთებლადაა მზად მატჩზე დასასწრები საგზურის მისაღებად. მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები „ლაიქების“ მეშვეობით გამოვლინდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ „კარლსბერგიდან“ აცნობეს, აქციის ფარგლებში, სპეციალური შეფუთვის ლუდის თავსახურის ან რკინის ქილის გასაღების შეგროვებით გულშემატკივარი სამახსოვრო პრიზების მფლობელი გახდება.
„მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც 10 აპრილიდან 1 ივლისის ჩათვლით, სპეციალურ პრომო შეფუთვაში დაფასოებულ ლუდ „კარლსბერგს“ შეიძენს, შეაგროვებს მის თავსახურებს და შემდეგ მათ სხვადასხვა საჩუქარში გადაცვლის“- განაცხადა გიორგი ბოჭორიშვილმა.

















