აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, უახლოესი 2 დღე თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტრო დღეს ღამის 12:00 საათიდან დილის 03:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ხვალ დილით კი, მეტრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, 07:00 საათიდან განაახლებს.
ასევე, აღდგომისა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს - 15-16 აპრილს, თბილისის საზღვრებში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსით გადაადგილება უფასოდ იქნება შესაძლებელი.
ავტობუსების განრიგი ასეთია - მ/ს ,,დიდუბე" (ზედა)-მუხათგვერდი - 8:00-18:00 საათი, მ/ს ,,დიდუბე" (ზედა) - ვაშლიჯვარი - 8:00-18:00 საათი, მ/ს ,,სადგურის მოედანი"-კუკია - 8:00-18:00 საათი, მ/ს ,,მარჯანიშვილი" -კუკია - 8:00-18:00 საათი, მ/ს ,,დელისი"-საბურთალო - 8:00-18:00 საათი, მ/ს ,,სარაჯიშვილი- თბილისის ზღვა - 8:00-18:00 საათი, ჭიჭინაძის ქ. 25 -ე კორპ.- ველი - 8: 00-18:00 საათი.

















