მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს იესო ქრისტეს საფლავად დადების მსახურება სრულდება.
განთიადზე, "დიდება მაღალიანის" გალობის შემდეგ
წმინდა გარდამოხსნა ეკლესიის გარშემო სამწმიდის გალობით შემოატარეს.
მღვდელმსახურები ამ დროს, ღია ფერის სამოსით იმოსებიან. პურისა და ღვინის კურთხევის ლოცვა ხორბლისა და ზეთის მოხსენიების გარეშე შესრულდება.
წესის აგების მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, დილის 09:00 საათზე წირვა აღევლინება. შესრულდა წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია, რომელზეც მორწმუნეებს ზიარების საშუალება ექნებათ.
წირვის დასრულების შემდეგ მორწმუნეები აღდგომის შესახვედრად მოემზადებიან. აღდგომის მსახურება ყველა მართლმადიდებელ ტაძარში დღეს საღამოს 23:00 საათზე დაიწყება. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურებას უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II მღვდელმსახურებთან ერთად შეასრულებს.

















