სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერები ყველა სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდება.
ბანერის პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს მცხეთის სამედიცინო ცენტრში გამართა.
მინისტრის განცხადებით, საინფორმაციო ბანერი ყველა სამედიცინო დაწესებულებაში თვალსაჩინო ადგილას განთავსდება. გამოქვეყნდება სამედიცინო მომსახურების შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირებს სადაზღვევო პოლისის ფარგლებში დაუფინანსდებათ.
„სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქე თავისი უფლებების შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული. ასეთ შემთხვევაში ის თავის უფლებებს უკეთესად დაიცავს" - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

















