21 აპრილს წინანდალში ყველის გამოფენა გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, გამოფენის ფარგლებში,
სხვადასხვა ქართულ კომპანიებს საკუთარი ნაწარმის რეკლამირებისა და უკეთ წარმოჩენის საშუალება ექნებათ.
მათი თქმით, მსგავსი გამოფენები კომპანიებს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაში დაეხმარება.
ყველის გამოფენის შესახებ ქართული მინერალური სასმელების პოპულარიზაციის მიზნით 3 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" გამართულ ქართული მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების გამოფენაზე გახდა ცნობილი.
გამოფენის ორგანიზატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

















