ქარმა სოფელ დიღომში კვირაცხოვლის უბანში საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქარით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით სამსახურში სხვა შეტყობინება არ შესულა.
მათი განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 15 სახანძრო და 40 სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა. დაიწვა ბალახის საფარიც.

















