CO-თი ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა დღეს ქუთაისში დაფიქსირდა.
18 წლის სოფიო სანებლიძე სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
შემთხვევა მარსიას ქუჩის 3 ნომერში მოხდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ვერსიით, მოწამვლის მიზეზი წყლის გამაცხელებელია, რომელიც აბაზანაში იყო დამონტაჟებული.

















