logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
შალვა ოგბაიძე ჯარიმების გამკაცრებას მოახლოებული არჩევნებისთვის ბიუჯეტის შევსებას უკავშირებს
შალვა ოგბაიძე ჯარიმების გამკაცრებას მოახლოებული არჩევნებისთვის ბიუჯეტის შევსებას უკავშირებს
19:44 12.04.2012
ხელისუფლების მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გამკაცრება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის  ბიუჯეტის შევსებას და მოქალაქეებში შიშის დანერგვას უკავშირდება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" საავტომობილო ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა ოგბაიძემ განუცხადა.
როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ ცხადი გახდება, რომ ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ჯარიმების გამკაცრება სხვა მიზნებს უკავშირდება.
მისი თქმით, მოქალაქეები ხედავენ როგორ კვეთენ დაბურულმინებიანი ავტომობილები ორმაგ ღერძულა ხაზს და შუქნიშნის წითელ შუქზეც როგორ გადიან.
"ვისთვისაა ჯარიმების გამკაცრება განკუთვნილი? ვინც არღვევვს მათ არ აჩერებენ და არ აჯარიმებენ, ხოლო ვინც ნაკლებად არღვევს მათ ისეთ შეუსაბამო ჯარიმას უწესებენ, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს" - განაცხადა მან.
ამასთან, ოგბაიძემ აღნიშნა, რომ დაწესებული ჯარიმა მოქალაქის საშუალო სტატისტიკურ ხელფასს უნდა შეესაბამებოდეს. როდესაც საშუალო ხელფასი 300-400 ლარია, ასეთ შემთხვევაში, ჯარიმის 100 ლარამდე გაზრდა რეალობასთან შეუსაბამოა.
"დასკვნა მარტივია - ამ სიმკაცრეს არა დანაშაულის პრევენციის, არამედ მოქალაქეთა დასჯის ხასიათი აქვს. მეორე და მთავარი მიზეზი კი - მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია, სადაც მსგავსი საშუალებებით მოქალაქეთა ჯიბის დაფერთხვის ხარჯზე ბიუჯეტის შევსება ხდება" - განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, პარლამენტში ინიცირებულია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე იზრდება, საავარიო ვითარების თუ საცობის შექმნისთვის კი - 200 ლარამდე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა