სახელწოდებით - „მარეგულირებელო არეგულირე, ნუ ზღუდავ!“ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან
მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელთა აქცია მიმდინარეობს.ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, შეკრებილები „გლობალ ტვ“-სთან და „თრიალეთთან“ დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს აპროტესტებენ.
„მარეგულირებელმა უნდა შეასრულოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. ის კი, სხვადასხვა ფორმით „გლობალ ტვ-ის“ და „თრიალეთის“ მაუწყებლობას ზღუდავს. ამავდროულად, არც ერთი საკაბელო არ უშვებს „მე-9 არხს“ იმის შიშით, რომ ხელისუფლებასთან პრობლემები არ შეექმნას“-განაცხადა ღლონტმა.
აქციას სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შ.პ.ს ტელე-რადიოკომპანია „თრიალეთი“ 5 000 ლარით გორში რადიოსიხშირული სპექტრის ულიცენზიო გამოყენებისთვის დააჯარიმა.
როგორც კომპანია „გლობალ ტვ“-ში აცხადებენ, კომპანიას პრობლემები მას შემდეგ შეიქმნა, რაც ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ მისი საშუალებით მაუწყებლობის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამის შემდეგ, „მზემ“, „იმედმა“, „რუსთავი 2-მა“ და „საქართველომ“ „Global TV”-ს საშუალებით მაუწყებლობაზე კომერციული მიზეზის გამო, უარი თქვეს.

















