თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალს ე.წ ჭიაკოკონობის დროს მიღებული დამწვრობით 15-მა პაციენტმა მიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, თბილისიდან გადაყვანილი 14 პაციენტი შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ამ დრომდე, სტაციონარში რჩება ზესტაფონიდან გადაყვანილი 10 წლის ბავშვი. მას სახე და მტევნები აქვს დამწვარი, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სავარაუდოდ კლინიკას დღეს უფრო მეტი პაციენტი მიმართვს.
„წინა წლებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბევრ მათგანს დღეს შეშუპებები განუვითარდეს და კლინიკას მოაკითხოს“ - განაცხადა ექიმმა.

















