თბილისის ზოგიერთ უბანს წყლის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ქინქლაძის, თეთნულდის, სამრეკლოს, ურიცკისა და სამტრედიის ქუჩებს არ მიეწოდება.
წყალი შეწყვეტილი აქვს ასევე, ისანი-სამგორის რაიონში თეთრიწყაროს, ციხისძირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩებს.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგება.

















