საქართველოში დღეს, გამთენიისას 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც „ნიუსპრესს“
ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა დმანისიდან დასავლეთით 21 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მოხდა.
მიწისძვრა 04:16 საათზე დაფიქსირდა. მისი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრა სუსტი იყო და მას რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია. მიწისძვრის შემდეგ, განმეორებითი ბიძგები არ დაფიქსირდა.

















