გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია გლდანის I, V და VI მიკრორაიონების, ხიზანიშვილისა და მოსულიშვილის ქუჩებს არ მიეწოდება.
კომპანიის ცნობით, აღნიშნულ აბონენტებს ენერგომომარაგება 16 საათიდან აღუდგებათ.

















