საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითთან“ არსებულ „თავისუფალი შეხვედრების კლუბში“ ხვალ სააღდგომო დეკორატიული კვერცხების გამოფენა გაიმართება.
გამოფენაში სამებასთან არსებული „ლავრის სკოლის“, 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და „ამერიკული ცენტრის“ სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
მონაწილეები ორიგინალურ სააღდგომო კვერცხებს სტუმრების თვალწინ მოხატავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანმანათლებლო ცენტრიდან აცნობეს, გამოფენა-გაყიდვაზე საუკეთესო ნამუშევრის ავტორებს „ლანგეითი“ საჩუქრად სპეციალური ფასდაკლების ბარათებს გადასცემს, რომლის მეშვეობითაც ისინი ინგლისური ენის ოთხთვიან კურსს გაივლიან.

















