ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა წესდება. ჯარიმას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილები" ითვალისწინებს, რომელიც
პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დღეისთვის შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის მძღოლი 50 ლარით ჯარიმდება.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ღერძულა ხაზს წელიწადში მეორედ გადაკვეთს, მას 200 ლარით დააჯარიმებენ.
კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

















