თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, შეზღუდვის მიზეზი
წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე გადაუდებელი ტექნიკურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა.
ამ მიზნით, დღეს 24:00 საათამდე წყალმომარაგება ლიუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს, დასახლებებს - დიღომი დიღომი 7-ს და დიღომი 8-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ დაწესებულებებს, კოსტავას ქ. N45-ს, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს აქვთ შეწყვეტილი.
შეზღუდვა სოფელ გლდანს, გლდანულას, "კონიაკის", "გაზის", "ცენტროლიტის" და მუხიანის სამხედრო დასახლებებს, გლდანის მასივის III, III ა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს და თემქის III მ/რაიონს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროსა და "ჰაიდელბერგცემენტის" ბეტონის ქარხანასაც შეეხო.
ლიბანის ქუჩაზე, 900 მმ-იან I წყალდენზე დაზიანების აღდგენის მიზნით, დღეს 23:00-დან 12 აპრილის 24:00 საათამდე წყლის მიწოდება ბარისახოს, ლიბანის, ჭრებალოსა და ქერჩის ქუჩებს, სოფელი გლდანის ნაწილს, გლდანის მასივის "ა", I, II, III, IV მ/რაიონებს და თემქის დასახლების IV მ/რაიონს შეუწყდება.

















