თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში ლაგოდეხის რაიონიდან დამწვრობით გადაყვანილი 31 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ქალბატონმა დამწვრობა პურის ცხობისას მიიღო. მან გონება დაკარგა და თონეში ჩავადრა.
ექიმის თქმით, პაციენტს ხვალ ან ზეგ კანის გადანერგვის მიზნით, ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. მას სხეულის 40% აქვს დამწვარი, აქედან 4% კი, ღრმა - მე-3 ხარისხის დამწვრობაა. დამწვარი აქვს მარცხენა მტევანი, მარცხენა იდაყვი, წინა მხარე და ზურგის არე.
31 წლის პაციენტი კლინიკაში გუშინ მოათავსეს.

















