დიდუბის, ჩუღურეთის, კრწანისის, გლდანის და მთაწმინდის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 10-დან 16 საათამდე ელექტროენერგია გლდანის მასივის ”ა” და II მიკრორაიონების, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „დიდუბე“ სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 10-დან 17 საათამდე წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, აგლაძის, გუდაუთის და ხოშარაულის ქუჩების აბონენტებს გაეთიშება.
სარემონტო სამუშაოების გამო, 10-დან 17 საათამდე შუქი არ ექნება მთაწმინდის რაიონში ორპირის, თუმანიანის, გორგასლის, სამღებროს და გრიშაშვილის ქუჩებს.
მარჯვენა სანაპიროზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზეზით, 11 აპრილის 00:00-დან 07:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, არაგვისპირელის, ხეთაგუროვის, გორკის, ჩხეიძის, ჯავახიშვილის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
შეზღუდვა ასევე, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს, „თი-ბი-სი“ ბანკს, თეატრალურ ინსტიტუტს, ცენტრალურ ფოსტას, სასტუმრო “რედისონს”, სასტუმრო “თორს”, მიხაილოვის საავადმყოფოს, კარდიოლოგიურ საავადმყოფოს, სისხლის გადასხმის ინსტიტუტს, ეპილეფსიის ცენტრს, #2 სამშობიაროს, ალადაშვილის სახელობის კლინიკას, განათლების სამინისტროს, სათნოების სახლ „კათარზისს“, ლუდის ქარხანას „ყაზბეგი“ შეეხება.
11-დან 13.00 საათამდე კი, ელექტროენერგია მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის აბონეტთა ნაწილს არ მიეწოდებათ.

















