თბილისის ზოგიერთი უბანი წყალს შეზღუდვით მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, შეზღუდვის მიზეზი დიღმის ველზე, წოწორას ხევში გამავალ 1200 მმ-იან მე-4 მაგისტრალურ წყალდენზე სამუშაოებია.
ამ მიზნით, დღეს 12:00 საათიდან 11 აპრილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება ლიუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს, დასახლებებს - დიღომი დიღომი 7-ს და დიღომი 8-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ დაწესებულებებს, კოსტავას ქ. N45-ს, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს შეუწყდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალმომარაგებას ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნუცუბიძის ფერდობებზე, ბაგებსა და ვაკის ზედა დასახლებაში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, სოფლებში - კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, წავკისი, ტაბახმელა და შინდისის მოსახლეობა შეფერხებით მიიღებს.
სოფელი გლდანის, გლდანულას, „კონიაკის“, „გაზის“, „ცენტროლიტის“ და მუხიანის სამხედრო დასახლებებს, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებისა და თემქის III მ/რაიონის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს და „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას წყალი შეზღუდვით მიეწოდება.

















