გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურ „ავშნიანში“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 16.00 საათამდე გლდანის II, III და VI მიკრორაიონების აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
11-დან 18.00 საათამდე კი, შუქი გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და ილორის ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში „ზაჰესი-35“ სარემონტო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 18.00 საათამდე ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებს შეეზღუდა.
ქვესადგურში „გლდანი-220“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 17.00 საათამდე ელექტროენერგია გლდანის VII მიკრორაიონის ნაწილს არ მიეწოდება.

















