გლდანის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ქვესადგურ "ავშნიანში" სარემონტო-
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10-დან 16.00 საათამდე გლდანის II, III და VI მიკრორაიონების აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
11-დან 18.00 საათამდე კი, შუქი გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და ილორის ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში "ზაჰესი-35" სარემონტო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10-დან 18.00 საათამდე ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებს შეეზღუდებათ.
ქვესადგურში "გლდანი-220" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10-დან 17.00 საათამდე ელექტროენერგია გლდანის VII მიკრორაიონის ნაწილს არ მიეწოდება.

















