1989 წლის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.
1991 წლის 31 მარტს ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, კითხვაზე - "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?" საქართველოს მოსახლეობის 98%-მა კითხვას დადებითი პასუხი გასცა.
საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალმა ქვეყანამ აღიარა.
იქამდე, 70 წლის განმავლობაში ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება უხეშად დაარღვია. რუსეთმა შეიარაღებული აგრესიის გზით, საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია მოახდინა, რასაც შემდეგ მისი ფაქტობრივი ანექსია მოჰყვა.

















