თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ნოდარ სანდუხაძემ,
გლდანი-მუხიანის შემაერთებელ მარატ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება, კანალიზაციისა და წყლის სისტემები შეიცვალა, ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ქუჩის ცალ მხარეს ფეხით მოსიარულეთათავის ტროტუარი გაკეთდა.
მერიის განცხადებით, მაისში აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუხიანის მოსახლეობისთვის, ქუჩაზე გადაადგილება უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი და გობრონიძის ქუჩაც მნიშვნელოვნად განიტვირთება.