ნიკოლაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს აქცია-პრესკონფერენცია გამართეს მოთხოვნით ,,მოვითხოვთ ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლებას’’.
მჟავანაძის თქმით, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ბარ-რესტორნიდან გამომავალი ხმაურის გადამეტებული დონე ფიქსირდება, რაც ექპერტიზის დასკვნებითაც დასტურდება.
„ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს ხმაურსა და არანორმალურ გარემოში უხდებათ ცხოვრება. ამ საკითხზე ჩვენ უკვე შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი“ - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
იგი დედაქალაქის შესაბამისი სამსახურებისგან მოითხოვს, რომ არსებული სიტუაციის გამოსწორება უზრუნველყონ.

















