თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს ქართული ღვინის პრეზენტაცია–დეგუსტაცია გაიმართება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სხვადასხვა სახეობები ქვეყნის რეგიონების მიხედვით.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია დაესწრება.
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია დღეს 19 საათზე გაიმართება.

















