საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ვებ-გვერდის www.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა.
განათლების სამინისტროს ცნობით, დღეს მასწავლებლის სახლში გამართულ პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად ბლოგერებიც დაესწრნენ.
ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის - „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.
„ბლოგერთა სახლი“ მრავალფუნქციური ვებ-გვერდის საშუალებით ინტერნეტ-მომხმარებელს ვიდეო-დისკუსიებს, ფორუმს, ბლოგერთა კლუბს და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს ამბებს შესთავაზებს.
„ბლოგერთა სახლის“ კლუბის წევრი ნებისმიერ დაინტერესებული პირი შეიძლება გახდეს.
დღეისთვის ვებ-გვერდი უკვე 50 ბლოგერის 150-მდე პოსტს მოიცავს.

















