პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრის მშენებლობა გლდანში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა.
თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს პრეზიდენტი გაუწევს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი პროფესიული კოლეჯი საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა.

















