საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში ექიმებს შეხვდა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
მისი თქმით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი თითოეული ოჯახისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მინისტრმა ხაზი მოქალაქეთა დაზღვევის აუცილებლობას გაუსვა.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დაზღვეული მოქალაქეების წრის გაფართოებაა. მათი რიცხვის ზრდასთან ერთად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მათი სოციალური დაცვაცაა. სამედიცინო სისტემა გამართული უნდა იყოს, რადგან მოქალაქეებმა სამედიცინო პერსონალს თავიანთი სიცოცხლე ბრმად ანდონ“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

















