ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დღეს პროექტის "ვისაუბროთ ეკონომიკაზე" ფარგლებში აგრარულ უნივერსიტეტს ეწვევა.
როგორც "ნიუსპრესს" უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრი უნივერსიტეტის რექტორ ლაშა გოცირიძესთან ერთად აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
პროექტი "ვისაუბროთ ეკონომიკაზე" ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ-სტრუქტურული რეფორმების თაობაზე ახალგაზრდების ინფორმირებას ითვალისწინებს.
მინისტრი სტუდენტებს მთავრობის იმ პროგრამებზე მიაწვდის ინფორმაციას, რომლებიც დასაქმებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს. გვინდაძე სახელმწიფოს ფინანსების მართვის კუთხით მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამებისა და სტაჟირების კონკურსში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობის საკითხი.

















