თბილისის ნაწილს დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კომპანიამ დილიდან
სარეაბილიტაციო სამუშაოები დიღმის ველზე, წოწორას ხევში გამავალ 1 200 მმ-იან მე-4 მაგისტრალურ წყალდენზე დაიწყო.
აღნიშნულის გამო, დღეს 12:00-დან 6 აპრილის 12:00 საათამდე ლუბლიანას ქუჩის ნაწილს, დასახლებებს - დიღომი 7-სა და დიღომი 8-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ დაწესებულებებს, კოსტავას, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს წყალი არ მიეწოდება.
წყალს დროის აღნიშნულ მონაკვეთში ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონები შეფერხებით მიიღებენ.
წყლის მიწოდება სოფელ გლდანის, გლდანულას, "კონიაკის", "გაზის", "ცენტროლიტისა" და მუხიანის სამხედრო დასახლებებს, გლდანის მასივის III, III ა, V, VII, VIII მ/რაიონების, თემქის III მ/რაიონსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს შეეზღუდება.
კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო კი, დღეს 20.00 საათამდე წყალმომარაგება გლდანი-ნაძალადევის რაიონში ბოგვისა და რიონის ქუჩებს,დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 9 ძმის, ხუდადოვის, თევდორე მღვდლის, ნინო ჩხეიძის, სანთლის, სამრეკლოსა და ურიცკის ქუჩებს, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში ბოგდან ხმელნიცკის, ივლითისა და ნარგიზის ქუჩებს, ასევე, "ჰაიდელბერგცემენტის" ბეტონის ქარხანას შეუწყდება.

















