თემქის დასახლების ნაწილს დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისიდან" აცნობეს, გაზმომარაგება 11:00 საათიდან
თემქის დასახლების III, IV და XI მიკრორაიონების მოსახლეობასა და მომდებარე ობიექტებს არ ექნება.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ნაძალადევის რაიონში საშუალო წნევის გაზსადენის გადალაგების სამუშაოებია.
მოსახლეობას გაზმომარაგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად დღის ბოლომდე აღუდგება.

















