ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ამერიკელ და ქართველ სტუდენტებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ვიდეოკონფერენცია თემაზე „მოქალაქეობა დემოკრატიაში - რას ნიშნავს თქვენთვის არჩევნებში მონაწილეობა“ გაიმართება.
ვიდეოკონფერენციის მიზანი არჩევნებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ამერიკელ და ქართველ სტუდენტებს შორის დისკუსიის გამართვა, სტუდენტებში მოტივაციის გაზრდა და საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებაა.
ღონისძიების ორგანიზატორები თსუ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, USAID და IFES საქართველო არიან.

















