"საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგა" და კომპანია "ბილაინი" ხვალ კალათბურთში ტურნირს მოაწყობენ.
როგორც "ნიუსპრესს" "ბილაინიდან" აცნობეს, ტურნირის მიზანი სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის 10 უნივერსიტეტი მიიღებს.
გუნდურ თამაშს, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ვეტერანი კალათბურთელები და ბილაინის წარმომადგენლები დაესწრებიან.
"ბილაინის" ახალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეძღვნება.
"ჩვენი მიზანია უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სახალისო სპორტულ აქტივობებში. გარდა ამისა, ჩვენ აღვადგენთ მივიწყებულ ქართულ სპორტულ სახეობებს და მათ პოპულარიზაციას მოვახდენთ" – აცხადებენ "ბილაინის" პრესსამსახურში.

















