2012 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,2 % შეადგინა.
როგორც "ნიუსპრესს" საქსტატიდან აცნობეს, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. აღნიშნულ ჯგუფზე ფასი 0,56%-ით შემცირდა.
ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა თევზეულის, რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფებზე. ფასების 7,1 %-იანი ზრდაა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზეც.
2,8%-ით გაძვირდა საწვავ-საპოხი მასალები.

















