იუსტიციის სამინისტროში დღეს ქალაქ ლაზიკის კონცეფციის განხილვა გაიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს,
სამუშაო შეხვედრაში იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამერიკელი ექპერტები, ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გახსნა.
"ახალი ქალაქის მშენებლობა ამბიციური და საინტერესო პროექტია. გეოგრაფიული მდებარეობის შერჩევა, ქალაქის კონცეფციის შემუშავება, მშენებლობის დაგეგმვა, მისი ეკონომიკისა და პოლიტიკის განსაზღვრა, - ამ საკითხებზე მუშაობა თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ახალი ქალაქის მშენებლობაში აქტიურად უნდა ჩაერთოს ახალგაზრდობა, რადგან უპირველეს ყოვლისა ლაზიკა ახალი თაობის ქალაქი იქნება"- განაცხადა ვაშაძემ.
კონფერენციაზე ახალი ქალაქის მშენებლობისა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი, სპეციალური განვითარების რეგიონების კონსტიტუციური სტატუსი და სხვა საკითხები განიხილეს.

















