ცხოველთა ჯანდაცვის ეროვნული ორდღიანი კონფერენცია დღეს ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება.
კონფერენციაზე მსჯელობა გაიმართება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო პრობლემებსა და ქართულ ვეტერინარიაში არსებულ ვითარებაზე. მონაწილეები რეკომენდაციებს მიიღებენ და დარგის განვითარების სამოქმედო გეგმას დასახავენ.
კონფერენციაში ამერიკელი სტეციალისტებისა და მათი ქართველი კოლეგების გარდა, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ვეტერინარული განყოფილების ხელმძღვანელი ჯონ კლიფორდი მონაწილეობს.
კონფერენციას ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც დაესწრება.

















