საქართველოს მასშტაბით დღეს უნალექო ამინდი იქნება.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, უნალექო ამინდი საქართველოში 14 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +8, +10 გრადუსი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა -2, +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ყინვა დღეს 2 გრადუსით შემცირდება და 18 თებერვლამდე შენარჩუნდება.
საქართველოს ზოგიერთ რაიონშია 15 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

















