ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - "მისია 2012" პრეზენტაცია გაიმართება.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი - "მისია 2012" მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც ის რომელიმე წარმატებულ ქართულ ბრენდთან ერთად ახორციელებს. მიმდინარე წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია "გეოპლანტი" - ჩაის ქართული ბრენდი "გურიელია".
კონკურსის საპრიზო ფონდი 5 000 ლარია.
კონკურსის მიზანი სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები გახდნენ და სხვადასხვა სახის აქტივობები დაგეგმონ. კონკურსში გამარჯვებულისთვის ფულადი პრემიაა დაწესებული.
პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და კომპანია "გეოპლანტის" დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაესწრებიან.

















