საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამ წუთებში გაერო-შო აფრიკის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას ესწრება ასევე, საქართველოს წარმომადგენელი გაერო-ში კახა ლომაია.
წარმომადგენლების 10 წევრიანი დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ისინი რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვივნენ და იქ არსებულ სერვისებს გაეცნენ.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს მთავრობის სხვადასხვა წევრებთან გამართავენ.

















