"ლეიბორისტული პარტიის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბინის გამქირავებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის დაწესებას აპროტესტებს.
როგორც შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების გასაყალბებლად ხელისუფლებამ მოსახლეობის "დაყაჩაღების" ახალი მექანიზმები აამუშავა.
მისი თქმით, ეს ცვლილება უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს, როგორც ბინის მეპატრონეს, ისე დამქირავებელს.
"საბოლოო ჯამში კი, ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო კატასტროფული გახდება და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე საარსებო წყაროს დაკარგავს" - განაცხადა შატბერაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გაქირავებული ბინების შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები აგროვებენ.

















