მდინარე მტკვარში დახრჩობას გადარჩენილი მამაკაცი პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, 31 წლის ზურაბ ოთინაშვილი მაშველებმა მტკვრიდან ამოიყვანეს.
მათი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც მდინარეში სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. მას სასწრაფო დამედიცინო დახმარება უკვე გაუწიეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

















