შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს ახმეტაში წიკლაურების სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ხელმისაწვდომობა შეამოწმა. წიკლაურების ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, რაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს.
"ვსწავლობთ რამდენად რეალურად შეესაბამება ქულათა არსებული სისტემა ოჯახის საჭიროებებს. რა უნდა გაუკეთდეს წიკლაურების ოჯახს იმისთვის, რომ მათ ნორმალური არსებობის ელემენტარული პირობები ჰქონდეთ" -აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

















