თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან აცნობეს", კერძო სექტორში
მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი გლდანი-ნაძალადევის რაიონში ბარალეთის ქუჩას, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში სარკინეთის, აგარის, ფოთის, გორის, წყალტუბოსა და ურიცკის ქუჩებს შეუწყდათ.
წყალი არ მიეწოდება ვაკე-საბურთალოს რაიონში უჩანეიშვილის, ლიხაურის ქუჩებსა და წყნეთის გზატკეცილს, ისანი-სამგორის რაიონში კი, ფრანგულიანის, წერეთლის, სტურუას ქუჩებსა და ლილოს დასახლებას.
აღნიშნული აბონენტებისთვის წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღდგება.

















